კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქვისცვენის გამო აიკრძალა.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე (180-184–ე კმ) აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მოძრაობის აკრძალვის მიზეზი გაძლიერებული ქვისცვენაა.
აკრძალვა ყველა სახის ავტოტრანსპორტს ეხება.
ავტომობილების მოძრაობა საშიშროების აღმოფხვრის შემდეგ აღდგება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს