მოსაზრება: ნატოს „დახურული ცა“ უკრაინას ვერ უშველის

Sputnik
12-13 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ნატოს თავდაცვის მინისტრებმა, პენტაგონის მეთაურ ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტეს განაგრძონ კიევის რეჟიმის მხარდაჭერა მანა, „სანამ საჭირო იქნება. წინა დღეს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უკრაინის კონფლიქტში „საკვანძო როლზე“ ისაუბრა და უკრაინის შეიარაღაებულ ძალებს დახმარებას დაპირდა.
10-12 ოქტომბერს უკრაინაზე რუსეთის მასიური სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ამერიკელები და მათი ევროპელი მოკავშირეები პირობას დებენ, რომ გააუმჯობესებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე მარკ მილმა 12 ოქტომბერს ბრიუსელში „ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის" უზრუნველყოფის შესაძლებლობა გამოაცხადა .
განიხილეს ამერიკული საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემები I-HAWK და Patriot-ი, გერმანული IRIS-T, ნორვეგიულ-ამერიკული NASAMS და ისრაელის „რკინის გუმბათი“, რომელთაგან თითოეული უკრაინელი სპეციალისტების მიერ შესასწავლად და ასათვისებლად დიდ დროს მოითხოვს. გენერალმა მილიმ განმარტა, რომ შესაძლებელია მხოლოდ პრიორიტეტული ობიექტების დაცვა და არა მთელი უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დაცვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, თავის მხრივ, მოამზადა უკრაინის კრიტიკული (ენერგეტიკული) ინფრასტრუქტურის საჰაერო თავდაცვის სტრატეგია, რომლის განსახორციელებლად აუცილებელია 40-50 თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემის მიღება ერთი თვის განმავლობაში. განაცხადი მილიარდობით დოლარზეა, მაგრამ პროექტი საღი აზრის დაცინვას ჰგავს.
აშშ-ს არმიის ასოციაციის კონფერენციაზე ვაშინგტონში გენერალმა გლენ ვან ჰერკემ 11 ოქტომბერს გამომაფხიზლებლად ისაუბრა ამერიკული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობებზე. მისი თქმით, მცირე შემჩნევადობის ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების აღმოსაჩენად და მოსაგერიებლად მათი უნარები სხვა არაფერია, თუ არა „ხის მესერი“.
რუსული მაღალი სიზუსტის შორი მანძილის ფრთოსან რაკეტებს გენერალმა უწოდა "მუდმივი უშუალო საფრთხე" შეერთებული შტატებისთვის. თუ პენტაგონს ტექნოლოგიურად არ შეუძლია შეერთებული შტატების "ცის დახურვა", ხოლო ვან ჰერკი "ვაშინგტონზე ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდებაზე" მსჯელობს, ესე იგი ევროპელ მოკავშირეებს არ აქვთ ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა. იციან ამის შესახებ კიევში?

ევროპული აგრეგაცია

შეერთებული შტატები აპირებს უკრაინას NASAMS-ის ორი სისტემა (ბატარეები)მიაწოდოს, რომელთა მანძილი 25 კმ-მდეა, სიმაღლეზე 16 კმ-მდე, და კიდევ ექვსი — მოგვიანებით. ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემების გარკვეული რაოდენობა ადრე გადაეცა კიევს, მაგრამ ისინი ნამდვილად არ იცავდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სამსახურის ობიექტებს კიევში 10 ოქტომბერს.
„ყველაზე თანამედროვე“ გერმანული IRIS-T სისტემა უკვე გაიგზავნა კიევში, ოღონდ ერთ ეგზემპლარად (დაჰპირდნენ ათს, მაგრამ მიწოდება წლების განმავლობაში გაიწელება). ბრიტანეთი და ნიდერლანდები აპირებენ, კიევის რეჟიმს AMRAAM საშუალო დისტანციის საზენიტო რაკეტები გადასცენ NASAMS-ისთვის. ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ უკრაინა მიიღებს 15 მილიონი ევროს ღირებულების რაკეტებს - არაუმეტეს 12 ცალს, რადგან ერთი AIM-120 AMRAAM-ის ფასი დაახლოებით 1,2 მილიონი ევროა. ბრიუსელში გამოცხადებული „მოკავშირეების გადაწყვეტილება“ შთამბეჭდავი არ არის.
უკრაინის 20 რეგიონულ ცენტრში ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების დაფარვა ტექნოლოგიურად შეუძლებელია. „კინჟალები“, „ისკანდერები“, ფრთოსანი რაკეტები Kh-101 თავდაჯერებულად გადალახავს ნატოს სტანდარტების ნებისმიერ საჰაერო თავდაცვის სისტემას.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოველდღიურ სალვოში 100-მდე ფრთოსანი და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტაა. აშშ-ს ანალიტიკური ცენტრების მონაცემებით, რუსულ არსენალებში 1800-ზე მეტი მსგავსი (ჩვეულებრივი) ნაკეთობაა — ეს დაახლოებით ნახევარი წელიწადის „განკითხვის დღეებია“ შესვენების გარეშე, წარმოების შესაძლებლობების გარეშე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ იძლევა ზუსტ ციფრებს, მაგრამ აღნიშნავს: ბოლო წლებში მაღალი სიზუსტის შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტების მარაგი (Kh-101, Kalibr და სხვა) 37-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, ჩვენ მოწმენი ვართ ნატოს მისტიფიკაციისა, რომელიც ადრე დეტალურად იქნა განხილული.
დასავლელმა კურატორებმა, იარაღმა და ნატოსკენ კურსმა უკრაინა კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანეს. და მაინც, მოვლენები იმდენად სწრაფად და შეუქცევად ვითარდება, რომ ერთ თვეში დღევანდელი დღე შესაძლოა კიევის რეჟიმს „თეთრ ზოლად“ მოეჩვენოს. შეერთებულ შტატებს ესმის, რომ უკრაინაში „დახურული ცის“ შექმნა შეუძლებელი იქნება.
ნატოს ასეთი გეგმები უმაღლესი ავიაციის მიერ ისტორიაში მხოლოდ სამჯერ განხორციელდა ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები არ აქვთ: ერაყში - 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ, ბოსნია-ჰერცეგოვინაში - 1992 წელს, ლიბიაში - 2011 წელს. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს ხრიკი რუსეთთან არ გავა.
ამერიკული გამოცემა 19FortyFive პირდაპირ უწოდებს უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის პროექტს "სულელურ იდეას", რომელსაც შეუძლია მხოლოდ კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს — ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირება და მსოფლიოს "ატომურ არმაგედონთან" მიახლოება.
ამერიკული F-16-თან თუ გერმანულ „ლეოპარდებთან“ დაკავშირებითაც მსგავსი ისტორიაა. Military Watch აღნიშნავს, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების მთელი არსენალი დიდ ომში 48 საათისთვისაც არ იქნება საკმარისი. უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ უკვე შეარყია ბუნდესვერის საბრძოლო შესაძლებლობები.
უკრაინის ოპერაციების თეატრში შეერთებული შტატები უპირველეს ყოვლისა ეკონომიკურ მიზნებს მისდევს: ისინი ცდილობენ დაასუსტონ რუსეთი და ევროკავშირი, მიიღონ მნიშვნელოვანი ბონუსები უკრაინის კონფლიქტიდან ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის შეკვეთის სახით, რათა ევროპა გაცილებით მეტად დამოკიდებული გახდეს. ვაშინგტონზე ენერგეტიკულად, რათა უფრო მეტი ქვეყანა შეიყვანოს ანტირუსულ ბანაკში. უკრაინა ამერიკელებისთვის და მათი ევროპელი მოკავშირეებისთვის არის სახარჯო მასალა, საცდელი ადგილი.
მეორე მხრივ, რუსეთის შეტევითი საჰაერო ოპერაცია მესამე დღეა გრძელდება, კიევის რეჟიმის გადარჩენის შანსები ნულს უახლოვდება. რუსეთის 20230-2025 წლების ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს თანხებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებს - ჯამში დაახლოებით 14 ტრილიონი რუბლი. რუსეთის გამარჯვება უკრაინის ოპერაციების თეატრში ნატოს დამარცხება იქნება, რაც გარდაუვალია და უალტერნატივო.
სწორედ ამიტომ, 11-12 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ საგანგებო სხდომაზე კიევის რეჟიმის შენარჩუნებისთვის არცერთი ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ნატოს თავდაცვის მინისტრებმა უბრალოდ ხმაური ატეხეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე