თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდის რაიონის დაბა ანაკლიაში შტორმით დაბინძურებული სანაპირო ზოლის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
ანაკლიაში სანაპიროს გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა
© City Hall of Zugdidi Municipality
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია თავის მოადგილე მაიზერ ნანავასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
ანაკლიის სანაპიროს შტორმის შემდეგ ასუფთავებენ
© City Hall of Zugdidi Municipality
უხვმა ნალექმა ზუგდიდის რაიონში პრობლემები შექმნა, ამიტომ აღდგენითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.
ანაკლიის სანაპიროს შტორმის შემდეგ ასუფთავებენ
© City Hall of Zugdidi Municipality
როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აღნიშნეს, გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.
ანაკლიის სანაპიროს შტორმის შემდეგ ასუფთავებენ
© City Hall of Zugdidi Municipality
მერმა გაწმენდის პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა კომპანიებს: „კეთილმოწყობის ცენტრი“ და „ზუგდიდდასუფთავება“.