მიირთვით წაბლის თაფლი, ოღონდ გაითვალისწინეთ: აკრძალვები და დასაშვები ნორმა

Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. წაბლის თაფლი სასარგებლო პროდუქტია, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასუფთავებს შინაგან ორგანოებს ტოქსინებისგან და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას დაავადებების მიმართ, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, წაბლის თაფლს სამკურნალო მიზნებისთვის აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობას, თუმცა მისმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ორგანიზმს.
ამიტომ ექსპერტები რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, სანამ წაბლის თაფლის სამკურნალო მიზნებით გამოყენებას დაიწყებთ.
ეს რჩევები განსაკუთრებით აქტუალურია ზამთრის თვეებში, როდესაც იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტია და, შესაბამისად, ბევრი ადამიანი სწორედ წაბლის თაფლს მიმართავს პროფილაქტიკური მიზნებით, რადგან ეს პროდუქტი ხელს უწყობს მრავალი დაავადების სწრაფად განკურნებას — დაწყებული სეზონური ინფექციებით, დასრულებული ქრონიკული დაავადებებით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ წაბლის თაფლი რეგულარულად, მაგრამ მცირე რაოდენობით უნდა მიირთვათ. იმ შემთხვევაში, თუ წაბლის თაფლის რაოდენობა დასაშვებ დღიურ ნორმას გადააჭარბებს, თავს იჩენს გარკვეული პრობლემები:
გულისრევის შეგრძნება;
პირღებინება;
თავბრუსხვევა;
გონების დაკარგვა;
არტერიული წნევის უეცარი დაცემა;
სისუსტე.
წაბლის თაფლის დასაშვები დღიური ნორმა კი ასეთია:
უფროსებისთვის — დღეში ერთი სუფრის კოვზი
ბავშვებისთვის — დღეში ერთი ჩაის კოვზი.

წაბლის თაფლის სასარგებლო თვისებები

აღკვეთს თრომბების წარმოქმნას;
ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას;
ხელს უწყობს სასუნთქი გზების დაავადებებისგან მოკლე დროში განკურნებას;
ასუსტებს ძლიერ ხველას და კარგია ყელის ტკივილის დროს;
მდიდარია რკინით და ამიტომ კურნავს ანემიას, ზრდის ჰემოგლობინის დონეს სისხლში;
ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
აუმჯობესებს მეხსიერებას;
გამომდინარე ბაქტერიოციდული თვისებებიდან, წმენდს ორგანიზს ინფექციებისგან;
არის ანტიოქსიდანტების მძლავრი წყარო, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების ჯანსაღ ფუნქციონირებას;
ამაგრებს ძვლოვან სტრუქტურას;
სასარგებლოა კუჭის ისეთი დაავადებებისას, როგორებიცაა რეფლუქსი და წყლული;
ხელს უწყობს ფილტვების ჯანმრთელობას და აღკვეთს კიბოს განვითარების რისკს;
სწრაფად ახორცებს ჭრილობებს;
ხსნის რევმატიულ ტკივილებს;
აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ნატურალური წაბლის თაფლი საკმაოდ მუქი ფერისა და სქელია, რომელსაც თან სასიამოვნო სიმწარე დაჰყვება. სახასიათო თავისებურება — უჩვეულოდ ნელი კრისტალიზაცია.
წყარო: Haber7