„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ვაკის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის და კვაჭაძის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.