თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ცენტრალური აზიის ქვეყნებს, შეუერთდნენ რუსეთის იმპორტჩანაცვლების პროექტებს.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ თქვენი ქვეყნები შეუერთდნენ რუსეთის იმპორტჩანაცვლების ფართომასშტაბიან ინიციატივებს, სხვა პროგრამებსა და პროექტებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სარგებელს მოუტანს ჩვენი ყველა ეკონომიკის განვითარებას, ახალი კომპეტენციების შეძენას", — თქვა მან რუსეთი–ცენტრალური აზიის სამიტზე.
იმპორტჩანაცვლება, ანუ უცხოური საქონლის რუსული ნაწარმით შეცვლა რუსეთში 2014 წლიდან მოქმედებს, მას შემდეგ რაც დასავლეთმა და მოსკოვმა ერთმანეთს სანქციები დაუწესეს ყირიმის რუსეთთან მიერთების შემდეგ.
სამიტი „რუსეთი–ცენტრალური აზია“, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მოსკოვის ინიციატივით დღეს გაიმართა, რუსეთისა და რეგიონის ხუთივე სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.