ქუთაისში მამაკაცს დენმა დაარტყა

ამ დროისათვის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს დენმა დაარტყა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას" მიმდებარე ტერიტორიასთან, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ჯიხურის ეზოში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსაღებად ჩასულს კი დენმა დაარტყა.
ამ დროისთვის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.