ცხინვალის თეატრი ყაზახეთში ფესტივალზე მიემგზავრება

ქართველი მსახიობები წარდგებიან სპექტაკლით „მსახიობი ქალი", რომელიც დაიდგა ყაზახი დრამატურგის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ალმათის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარდგება. ფესტივალი ყაზახი მწერლისა და დრამატურგის დულატ ისაბეკოვის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
ფესტივალზე „ისაბეკოვის სამყარო", რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო კულტურული კავშირების გაძლიერებას და ყაზახური დრამატურგიის პოპულარიზაციას, სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები მონაწილეობენ.
ცხინვალის თეატრი ყაზახეთში ფესტივალზე მიემგზავრება სპექტაკლით „მსახიობი ქალი“
ქართველი მსახიობები 15 ოქტომბერს წარდგებიან სპექტაკლით „მსახიობი ქალი", რომელიც დაიდგა დულატ ისაბეკოვის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. რეჟისორი - გოჩა კაპანაძე.
ცხინვალის თეატრი ყაზახეთში ფესტივალზე მიემგზავრება სპექტაკლით „მსახიობი ქალი“
ცხინვალის თეატრი ატარებს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და უილიამ შექსპირის ნაწარმოებების მთარგმნელის - ივანე მაჩაბლის სახელს. წლების განმავლობაში მის სცენაზე ბრწყინავდნენ ისეთი დიდი არტისტები, როგორებიც არიან ვერიკო ანჯაფარიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გივი ბერიკაშვილი და სხვები.
ცხინვალის თეატრი ყაზახეთში ფესტივალზე მიემგზავრება სპექტაკლით „მსახიობი ქალი“
დულატ ისაბეკოვი - დრამატურგი, პიესების და მოთხრობების ავტორი, პუბლიცისტი, ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, PEN Club-ის პრიზის ლაურეატი, დამოუკიდებელი პრემია „ტარლანის“ ლაურეატი.
ისაბეკოვის ისეთი ნაწარმოებები, როგორიცაა „უფროსი და", „ხვალინდელი დღის მოლოდინში", „უიღბლო გოგო", „მემკვიდრეები", „ეშმაკის ქსელი", „შეპყრობილი", „მსახიობი ქალი", „მგზავრი ტრანზიტში" და მრავალი სხვა ყაზახური დრამატურგიის საგანძურს წარმოადგენს.