თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, კეკელიძის და ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.