თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. კულტურის სამინისტრომ თბილისის ორ და რეგიონების რვა თეატრს ახალი მიკროავტობუსები გადასცა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კულტურის სამინისტრომ თბილისისა და რეგიონების თეატრებს ახალი მიკროავტობუსები გადასცა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
თითოეული ავტობუსი თეატრების სიმბოლოებით არის გაფორმებული. საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კულტურის სამინისტრომ თბილისისა და რეგიონების თეატრებს ახალი მიკროავტობუსები გადასცა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
წულუკიანმა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს წარმატებული გასტროლები და შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.
კულტურის სამინისტრომ თბილისისა და რეგიონების თეატრებს ახალი მიკროავტობუსები გადასცა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ახალი მიკროავტობუსები გადაეცა თეატრებს:
თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
კულტურის სამინისტრომ თბილისისა და რეგიონების თეატრებს ახალი მიკროავტობუსები გადასცა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
კულტურის სამინისტრომ ათი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 2022 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა. მასში კომპანია „სენამოტორსმა“ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 2022 წლის 8 აპრილს დაიდო. მიკროავტობუსების ფასმა ჯამში 1 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
კულტურის სამინისტრომ თბილისისა და რეგიონების თეატრებს ახალი მიკროავტობუსები გადასცა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
სამინისტრომ თეატრებში ტრანსპორტის პრობლემაზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო. უწყება გააგრძელებს თეატრებისთვის ტრანსპორტის განახლებას, რათა 2023 წლისთვის კიდევ 10 თეატრი აღიჭურვოს უახლესი ავტომობილებით.