ტრაგედია ვაკის პარკში: საქართველოში საფესტივალო ღონისძიებები გადაიდო

ფესტივალის ფარგლებში გასამართი ღონისძიებების გადადების მიზეზი ვაკის პარკში დღეს მომხდარი ტრაგედიაა, რომელსაც 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფესტივალ „ღვინის დღეების“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო.
ფესტივალის ფარგლებში გასამართი ღონისძიებების გადადების მიზეზი დღეს თბილისში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაა, რომელსაც მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვაკის პარკში 13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ 9-15 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება.