თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დათანხმდა გაზის საფასურის რუბლებში გადახდას, ყაზახეთი კი ჯერჯერობით განიხილავს ამ საკითხს, განაცხადა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა არზიბეკ კოჟოშევმა რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე.
„ევრაზიული კავშირის ფარგლებში გაზის ორმხრივი ანგარიშსწორების შესახებ ზოგიერთი ქვეყანა ერთმანეთში შეთანხმდა, რომ რუსული გაზის საფასური მხოლოდ რუბლით გადაიხადონ. ამას ეთანხმებიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. ყაზახეთი ამ მიმართულებით ჯერჯერობით ფიქრობს. მათაც სურთ ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობა“, − აღნიშნა კოჟოშევმა.
ის დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობა უფრო გაძლიერდება.
„რუსული რუბლი გაძლიერდება, რადგან ეროვნულ ვალუტაში ორმხრივი ანგარიშსწორება გაიზრდება ყველა იმ ქვეყანაში, რომლებსაც რუსული ნედლეული და გაზი მიეწოდება“, − დასძინა მინისტრმა.
რუსეთის ენერგეტიკული კვირეული მოსკოვში 12-დან 14 ოქტომბრამდე ტარდება.