თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ფესტივალი Oktoberfest 2022 სხვადასხვა მასტერ-კლასითა და დეგუსტაციებით ჩატარდება „ბაზარში ორბელიანზე“ 14-დან 16 ოქტომბრამდე, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
„ოქტომბერფესტი“ – ესაა მხიარულების, კონკურსების, მასტერ-კლასებისა და საუკეთესო ლუდის დეგუსტაციის სამი დღე, აცხადებენ ორგანიზატორები.
ფესტივალის სტუმრები შეძლებენ ხინკლის არა მარტო დაგემოვნებას, არამედ მის დამზადებასაც.