თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის პრიზიორმა გურამ თუშიშვილმა ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა.
თუშიშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, თავიდან სლოვენიელი ვიტო დრაგიჩი იპონით დაამარცხა, მერვედფინალში კი გერმანელ იოჰან ფრეის ბოლო წამებზე იპონით სძლია. სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენი კუბელ ენდი გრანდასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უზბეკი ალიშერ იუსიპოვი იპონით დაამარცხა.
ჯამში საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა: 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა, -90 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ.
უზბეკეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს აიღო. მასში 85 ქვეყნის 577 სპორტსმენი (311 მამაკაცი და 266 ქალი) მონაწილეობს.