თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის და გულიას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯორის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაყაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), გელოვანის, გაგარინის, გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოთუას (ნაწილობრივ), სიმონ ჩიქოვანის, გაგარინის, ბახტრიონის, კუტუზოვის, საბურთალოს, გამრეკელის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ზანდუკელის, ანდღულაძის, სერგი ჯიქიას, ქობულაძის, იოსებ და ლეონ ორბელების, ჩოჩუას, ხარაბაძის, ალექსანდრე წულუკიძის, ზურაბ ბეგიაშვილის, დავით კვაჭანტირაძის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ზაქარია მხარგრძელის და ზავრიევის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, ევგენია მაისურაძის, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.