თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისის 6.000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
12 ოქტომბრის 22:00 საათიდან 13 ოქტომბრის 09:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება საბურთალოს რაიონისა და სოფელ დიღმის მოსახლეობის და კომერციული ობიექტების ნაწილს.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული არაკომერციული და კომერციული აბონენტების ჩამონათვალში შესულია
საბურთალოს რაინში: ი. გაგარინის და ვაზისუბნის ქუჩის მაცხოვრებლები, დიღმის, სოფელ დიღმის მოსახლეობის ნაწილი, ვეძისის დასახლებაში – არდაზიანის, წულუკიძის, ზემო ვეძისის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული მცირე კომერციული ობიექტები.
გაზის მიწოდება შეუწყდება ასევე დიღომში: ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, მარშალ გელოვანის გამზირის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, ვალენტინ თოფურიძის, არზაყან ემხვარის, მუხრან მაჭავარიანის, იასამნის, გვირილების, ბროწეულის ქუჩებისა და ასევე გელოვანის გამზ. 4-ში მცხოვრებ მოსახლეობას.
სოფელ დიღომში: ნატბეურების დასახლებას, ასევე დიდგორის გიორგი ბრწყინვალეს, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ზოგ კომერციულ ობიექტს. ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე დაწესებულებებისა და კომერციული ობიექტების ნაწილს.
გარდა ამისა, გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის პლატოს ნაწილს – IV მ/რ-ში მდებარე კორპუსების ნაწილს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას და სხვ.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება ხუთშაბათს, 13 ოქტომბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისთვის.