თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინისთვის რუსული აქტივების გადაცემის საკითხის განხილვა არის „სუფთა ბანდიტიზმი“ და „ქურდობის ლეგალიზაციის აშკარა მცდელობა“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„ფაქტობრიბვად საუბარია ადრე ჩადენილი ქურდობის ლეგალიზაციის შანსების განხილვის აშკარა მცდელობებზე. ალბათ სისულელეა იმის თქმა, რომ ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ეს არის წმინდა საერთაშორისო ბანდიტიზმი. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი თემები ასეთი ფორუმების დღის წესრიგში ხვდება“, — განაცხადა პესკოვმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ G7-ის ქვეყნები მიზანშეწონილად მიიჩნევენ, შეისწავლონ რუსული აქტივების გადაცემის გზები უკრაინის აღსადგენად. ამის თაობაზე „შვიდეულის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.