მაშველებმა საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 213 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

უწყების ინფორმაციით, სეზონური მაშველების ანაზღაურება წინა წლებთან შედარებით 25%-ით პროცენტით არის გაზრდილი.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 2022 წლის საზღვაო სეზონზე სამაშველო ოპერაციების წარმატებით განხორციელებისა და საკუთარი სიცოცხლის ფასად ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის დააჯილდოვეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გაწეული სამსახურისთვის სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა წყალზე რეაგირების სამმართველოს ორ მაშველი, ასევე სპეციალური ჯილდოები გადაეცა აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების 10 მაშველს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 213 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და 117 დაკარგული მოქალაქე იპოვეს. ასევე სანაპიროზე მორიგეობისას მაშველებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 62 მოქალაქეს.

ზაფხულის სეზონზე ზღვის, მდინარეებისა და ტბების სანაპირო ზოლებზე მეხანძრე-მაშველები მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად მორიგეობდნენ. სხვადასხვა ლოკაციაზე ჯამში 320-ზე მეტი მაშველი მუშაობდა.