ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა

Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ამსტერდამის „აიაქსის" კარში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 77-ე წუთზე პენალტი გაიტანა. ამ დროისათვის „ნაპოლი“ ანგარიშით 3:1 იგებს.
უეფას ჩემპიონთა ლიგაში „ნაპოლი“ „აიაქსს“ 5 ოქტომბერს შეხვდა, მაშინ შეხვედრა 6:1 „ნაპოლის“ სასარგებლოდ დასრულდა. იმ დღეს ხვიჩა კვარაცხელიას გოლი 63-ე წუთზე გავიდა და მაშინ ანგარიში 5:1 გახდა. ქართველმა ნახევარმცველმა აქტივში საგოლე პასიც ჩაიწერა.