თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში სამხრეთი და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და რეაგირების მიზნით „პროექტი 88" ტარდება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ „პროექტი 88"-ს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მასპინძლობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხდა სასწავლო სატრენინგო ცენტრის შესაბამისი სპეციალური სასწავლო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ასევე დაგეგმილია სამედიცინო ეკიპაჟების სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
პროექტი 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში სამხრეთი და აღმოსავლეთი ევროპის 10 ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.