საქართველომ სომხეთს 200 კგ ხიზილალა უკან დაუბრუნა

სპეციალისტებმა ტვირთის გადაზიდვისას ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა დააფიქსირეს.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა მებაჟეებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ სომხეთიდან 200 კგ ხიზილალის შემოტანა აღკვეთეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ინფორმაციით, სპეციალისტებმა ტვირთის გადაზიდვისას ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანას დაუბრუნეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს