საქართველოში პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი კომპანიები შეამოწმეს

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი 28 ობიექტი შეამოწმეს, რამდენიმე მათგანში დარღვევები გამოვლინდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
9 საწარმოში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ჯამში 1,3 მლნ-ზე მეტი ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს.
ოთხ საწარმოში დანადგარები განთავსებული აღარ არის და, შესაბამისად, ისინი არ ფუნქციონირებს.
ინსპექტირების შედეგად 15 საწარმოში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება
შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
გარემოს დაცვის მიზნით 2019 წლის აპრილიდან საქართველომ აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, ბიოდაშლადი პარკების გარდა.
სუბიექტების მიერ კანონის ნორმების დარღვევისთვის დაწესებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი ექვემდებარება კონფისკაციას. განმეორებითი დარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს