თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. კრემლი, რომელიც ყურადღებით დააკვირდება კიევისთვის იარაღის ყველა შემდგომ მიწოდებას, G7-ის სამიტისგან კონფრონტაციის გაგრძელებას ელოდება, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, კიევისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება, ფაქტობრივად, უკვე ფართოდ არის გამოცხადებული სხვადასხვა ქვეყნების მიერ.
შეკითხვაზე, რას ელის კრემლი „დიდი შვიდეულის“ სამიტისგან, რა რეაქცია ექნება რუსეთის მთავრობას, თუ მხარეები კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდებიან, პესკოვმა აღნიშნა:
„ჩვენ კარგად გვესმის განწყობა ამ სამიტის წინ, ის კარგად პროგნოზირებადია − კონფრონტაცია გაგრძელდება“.
G7-ის ქვეყნები დღეს რიგგარეშე ვიდეოშეხვედრას გამართავენ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე. მასში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. „დიდი შვიდეული“ უკრაინაზე რუსეთის გუშინდელ სარაკეტო თავდასხმაზე იმსჯელებს.