თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინაში, დონეცკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ედიშერ კვარაცხელია დონეცკის ოლქში ამ დილით სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.
ქართველი მებრძოლი უკრაინის შეირაღებულ ძალებში 2014 წლიდან მსახურობდა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.