გარემოს ეროვნული სააგენტოს ავტოპარკი ახალი მანქანებით შეივსო

Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ავტოპარკს მაღალი გამავლობის 12 ავტომობილი გადაეცა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაღალი გამავლობის ავტომობილების დახმარებით სააგენტოს სპეციალისტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ოპერატიულად შეაფასონ არსებული ვითარება და მიიღონ ზუსტი მონაცემები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების დროს.
გარემოს ერივნულ სააგენტოს მანქანები გადაეცა
„ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და განახლების მიმართულებით. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში სპეციალისტების მარტივად გადაადგილებას და ოპერატიულ რეჟიმში მუშაობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ფიცხელაურმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის კვლევა.
სააგენტოს მოვალეობებში შედის მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური მოვლენებისა და სტიქიური საფრთხეების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს