მოსაზრება: ევროპა ვერ იტანს რასიზმსა და რუსებს

Sputnik
დმიტრი ბავირინი
ევროკავშირის მერვე პაკეტიდან ჩანს, რომ ევროკავშირს რუსეთისთვის აღარაფერი აქვს ასაკრძალი. რუსეთის ტერიტორიის გაფართოების საპასუხოდ დასავლეთმა სანქციები დაუწესა რამდენიმე მომღერალს - ოლეგ გაზმანოვს, იულია ჩიჩერინას და ა.შ., დააწესა მოქნილი ზედა ზღვარი ნავთობის ფასზე და სხვ.
თუმცა პაკეტში მნიშვნელოვანი, ქსენოფობიური გამონათქვამიც არის. შესაძლოა ისტორიულიც კი წითელი ხაზის გადაკვეთის კუთხით, რომლის იქითაც საუბრები წყდება სხვა მოქმედებების სასარგებლოდ.
ამ ხაზის იქით, როგორც ბოლო დრომდე ევროკავშირში მიიჩნევდნენ, წესიერი ადამიანები აღარ არიან. მხოლოდ ნაცისტები, რასისტები, ფაშისტები და სხვ.
საუბარია რუსებისთვის კრიპტოვალუტის ევროპულ პლატფორმებზე საფულეების ქონის აკრძალვაზე. ეს აკრძალვა ეხება რუსეთის ყველა მოქალაქეს, მათ შორის, ევროკავშირში მცხოვრებთაც, და ნებისმიერ თანხას.
ესაა შეზღუდვა ეროვნული ნიშნით, რომელიც არ ითვალისწინებს არანაირ გამონაკლისს. სწორედ ესაა რასიზმი, უფრო სწორად, რუსოფობია. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხი ახალი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებისადმი მიძღვნილ სიტყვაში რუსოფობიასა და რასიზმს შორის ტოლობის ნიშანი დასვა.
საქმე ეხება არა კრიპტოვალუტას, არამედ პრინციპს. ავტორს წარმოდგენა არ აქვს, როგორ აისახება ეს სანქცია რუსებზე. ის შეიძლება აისახოს იმათზეც, ვინც შიშის გამო გაიქცა „Z რუსეთიდან“. ბედის ირონიით ბევრი მათგანი ევროპისთვის კლასობრივად და იდეურად ახლოს უნდა იდგეს. ორმაგად ირონიულია, რომ რუსების ამ ჯგუფში ბევრია ისეთიც, ვინც ცხოვრობს პრინციპით - „ჩემი სამშობლო - მთელი კაცობრიობა“ - და საერთოდ არ სჯერა ევროპაში რუსოფობიის არსებობის.
თითქოს ყველაფერი, რაც ხდება - არის ბუნებრივი, იძულებითი, კანონზომიერი რეაქცია უკრაინაში რუსეთის მოქმედებაზე, რომლის შედარებაც ნამდვილ რასიზმთან დაუშვებელია, რუსოფობია კი - უბრალოდ სახელმწიფო პროპაგანდის შტამპია.
„რუსული სამყარო - არის სიმსივნე, რომელიც სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს მთელი ევროპისთვის. ამიტომ არ არის საკმარისი უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან სამხედრო ბრძოლაში. ჩვენ სრულად უნდა აღმოვფხვრათ ეს საზარელი ახალი იდეოლოგია“, - ამბობს პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი.
თუმცა პრობლემას სიტყვები არ წარმოადგენს. პრობლემაა კონკრეტული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც არიელებს გამოაცალკევებს უნტერმენშებისგან, კატეგორიებად ყოფს ამ უკანასკნელებს წარმომავლობის პრინციპით.
ეს არ არის საერთო საცხოვრებლის კანონი - „დაარღვიე - გადაიხადე“. ესაა სისტემური დისკრიმინაცია პასპორტის მიხედვით იმათთვის, ვისაც საერთოდ არაფერი დაურღვევია.
მცდარია ქსენოფობიის განხილვა, როგორც ერთი სოციალური ჯგუფის ან პოლიტიკური ძალის თვისებისა. ის გაცილებით ფართოა. 1930-იან წლებში ევროპაში მცხოვრები ყველა ანტისემიტი არ ყოფილა ნაცისტი. ანტისემიტები მრავლად იყვნენ უფრო ლიბერალურ პარტიებშიც, ანტისემიტიზმი გავრცელებული იყო მუშათა და მრეწველთა წრეებშიც, ინტელიგენციასა და მაწანწალებშიც.
ისევე როგორც 1930-იანებში, თანამედროვე ევროკავშირისთვისაც არსებობს ხალხი ან ხალხთა გაერთიანებები, რომელთა მიმართ სიძულვილი ისეთი ძლიერია, რომ ვალდებულებად გადაქცეულა. ასეთები რუსები არიან - და უკვე გაჩნდა ნიურბერგის რასობრივი კანონების ანალოგები. მსგავსი შედარება შეიძლება უადგილოც ჩანდეს, მაგრამ სწორედ ამ დონეს მივუახლოვდით. იდენტობის უფლება ჯერ შენარჩუნებულია, მაგრამ ქონებრივი უფლება სადავოა: საკუთრების კონფისკაცია ხდება სასამართლოს გარეშე წარმომავლობის პრინციპით.
რასისტის თვალსაზრისით, მას ყოველთვის სძულს და ავიწროვებს არა უმიზეზოდ, არამედ უნტერმენშისგან მომდინარე საფრთხის შესამცირებლად. სულ ცოტა ხნის წინ ევროპა შეაზანზარა მიგრაციულმა კრიზისმა, როდესაც ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა მცხოვრებნი მიაწყდნენ ევროკავშირის საზღვრებს უკეთესი ცხოვრების ძიებაში. ბევრ მათგანს დოკუმენტების გარეშე უშვებდნენ, თავშესაფარს აძლევდნენ. ზოგიერთმა მათგანმა მოგვიანებით ტერაქტებიც მოაწყო.
მაშინ თუ იხილებოდა სირიის, ირანის, ლიბიის ყველა მოქალაქისთვის გაცემული ვიზების ერთიანად ანულირებისა და საბანკო ანგარიშების გაყინვის იდეა? რუსების შემთხვევაში ეს გზა უკვე გავლილია.
შავკანიანებს სეგრეგაციის პერიოდში არ უშვებდნენ თეთრებისთვის განკუთვნილ ავტობუსებში, კინოთეატრებსა და ბანკებში. რუსებს სპეცოპერაციის პერიოდში არ უშვებენ რეისებზე, ტოვებენ ფინანსური მომსახურების გარეშე, ბლოკავენ ანგარიშს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
ესტონეთში რუსეთის მოქალაქეებს აუკრძალეს იარაღის ქონა, რომელიც ადრე ესტონური კანონების საფუძველზე მისცეს.
ბრიტანელები თუ უკრძალავდნენ ირლანდიელებს ოლსტერის პრობლემების ფონზე იარაღის ფლობას, დანარჩენებს კი არა?
რა სანქციები დაუწესეს თურქ ბიზნესმენებს კვიპროსის ჩრდილოეთ რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ?
ბევრმა კომპანიამ აუკრძალა ებრაელებს თავიანთ ინფრასტრუქტურაზე წვდომა გოლანის მაღლობების ოფიციალური ანექსიის შემდეგ?
რა დოზით გაიწმინდა ევროპის საზოგადოებრივი სივრცე არაბული ენისა და კულტურისგან იმის გამო, რაც ბოლო ას წელიწადში არაბულ სამყაროში მოხდა?
რუსების მიმართ რასიზმის მტკიცებულებები რამდენიმე დისერტაციას ეყოფა. მაგრამ უფრო საინტერესოა, რა იქნება შემდეგ.
ეთნიკურ წმენდამდე, ალბათ, უკრაინის საზღვრებს მიღმა საქმე არ მივა. ევროპა - რასიზმის აკვანია, სადაც ოფიციალურად ვერ იტანენ რასიზმსა და რუსებს, მაგრამ მის თანამედროვე ქსენოფობიას საზღვრები აქვს და ემორჩილება გადარჩენის ინსტინქტს.
თუმცა ყველა ცნობილი ისტორია ინსტიტუციონალური რასიზმისა ერთსა და იმავეს გვასწავლის: თუ ვინმე ისე იქცევა, თითქოს ვერ გიტანს - მისგან თავი შორს უნდა დაიჭირო.
ამა თუ იმ რასისტების რწმენა ცივილიზებულობისა ძალიან ძვირი ჯდება. ბიტკოინზე ძვირი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე