თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. ხვალ, 11 ოქტომბერს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 123-135 კმ მონაკვეთზე, დევდორაკის საავტომობილო გვირაბში ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემების მიმდინარე ინსპექტირების სამუშაოები ტარდება. აღნიშნულის გამო გვირაბში 11 ოქტომბრის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.