მსოფლიო დღეს

კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი − Sputnik. კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რაც უკვე დაადასტურა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

„შევჩენკოს რაიონში, დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე აფეთქებაა. ყველა სამსახური ადგილებისკენ მიემართება. დეტალები მოგვიანებით“, − დაწერა კლიჩკომ Telegram-ზე.

მოგვიანებით კლიჩკომ კიდევ ერთი შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც აფეთქებებში რუსეთს დასდო ბრალი და დაწერა, რომ შევჩენკოსა და სოლომენსკის რაიონებში რუსულმა რაკეტებმა ობიექტები დააზიანა.
ამასთან კიევის მერმა დედაქალაქის მცხოვრებლებს მეტროს სადგურებში ჩასვლისკენ მოუწოდა, რომლებიც თავშესაფრებად გამოიყენება.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ვლადიმირსკის ქუჩაზე ჩამოვარდა, სადაც უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობა მდებარეობს. იქვე ახლოსაა განთავსებული პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისიც.
ზოგი ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნეპრსა და ლვოვშიც.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.