წვიმა და ელჭექი - როდის გამოიდარებს საქართველოში

მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივ და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსები 11 ოქტომბრამდე როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმას პროგნოზირებენ, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
მეტეოროლოგების ცნობით, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ზღვაზე შესაძლებელია 4-ბალიანი შტორმი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა წვიმებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ასევე მთიან რაიონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება.