ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი რამდენიმე დღის წინ მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე სავარაუდო დამნაშავე კი უკვე იდენტიფიცირებულია და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.