ავარია იგოეთთან: დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა უახლოეს კლინიკაში ორი ზრდასრული და ოთხი ბავშვი გადაიყვანეს
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე სოფელ იგოეთთან მოძრავი მინივენი ბეტონის კედელს შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სულ ექვსი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა უახლოეს კლინიკაში ორი ზრდასრული და ოთხი ბავშვი გადაიყვანეს. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები მუშაობენ. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.