თბილისი, 8 ოქტომბერი— Sputnik. ავიაკომპანია Thai Air Asia-მ პანდემიის დროს შეწყვეტილი რეისები თბილისი-ბანგკოკი-თბილისი აღადგინა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება TAV Georgia .
TAV Georgia-ს ინფორმაციით, პირდაპირი რეისები თბილისიდან ტაილანდის მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება.
პირველი რეისი დღეს, 8 ოქტომბერს შესრულდა.
ავიაკომპანია Thai Air Asia-მ საქართველოში რეისების შესრულებაზე ლიცენზია 2019 წელს მოიპოვა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენები 2020 წელს შეწყდა.