რუსეთს შეუძლია დაიცვას საკუთარი ინტერესები - ლავროვი

ვერანაირი სანქციები ვერ დაეხმარება დასავლეთს რუსული ეკონომიკის ნგრევის მიღწევაში, აღნიშნა ლავროვმა
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. რუსეთს აქვს შესაძლებლობა დაიცვას თავისი ინტერესები და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მათ მთელი ძალით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს რამდენიც არ უნდა სურდეს რუსეთის ეკონომიკა „ნაფლეთებად აქციოს“, ეს არ გამოუვა. პირიქით, სანქციები შემოუბრუნდა თავად დასავლეთის ქვეყნებს, პირველ რიგში ევროპას - ეს არის ფასების ზრდა, შემოსავლების კლება, ენერგორესურსების დეფიციტი, შესაძლებელია სოციალური არეულობა. დიპლომატმა ამ ყველაფერს „რუსოფობიისთვის საფასური" უწოდა.
„მათ, ვინც რუსეთს სანქციების ენით ესაუბრება, უნდა ახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ თავშეკავებულები ვართ ეკონომიკური აგრესიის აქტებზე პასუხის გაცემისას, ჩვენი მოთმინება არ არის უსაზღვრო“, – განაცხადა მინისტრმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ ინტერვიუში.
მაშინ, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები აგრძელებენ რუსეთთან გამყოფი კედლების აგებას, ის გააძლიერებს ურთიერთობებს სხვა პარტნიორებთან. ლავროვმა განმარტა, რომ ეს იქნება აზიის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები, რომლებიც „თანასწორი თანამშრომლობის მომხრენი არიან და ეწინააღმდეგებიან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების პოლიტიზირებას“.
ამასთან, რუსეთი გაითვალისწინებს საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის პარტნიორების წინააღმდეგ ამერიკული მეორადი სანქციების საფრთხეს და მათთან თანამშრომლობა აშენდება ორმხრივი ინტერესებისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე, დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რაც შეეხება რეფერენდუმების შედეგების აღიარებას ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონის ოლქსა და დონბასში, როგორც ლავროვმა განმარტა, შედეგების გამოცხადებიდან ძალიან ცოტა დრო გავიდა საიმისოდ, რომ მსოფლიომ ახალი გეოპოლიტიკური რეალიები გააცნობიეროს. რუსეთისთვის კი პრიორიტეტი გახდება ამ ტერიტორიების მაცხოვრებლების ნების განხორციელება საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, პირველ რიგში ხალხთა თვითგამორკვევის უფლება.