„ფიროსმანია“: სიღნაღში ფესტივალი მიმდინარეობს

ფესტივალის ფარგლებში ფიროსმანის მონუმენტი გაიხსნება
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილი) პატივსაცემად სიღნაღში დღესასწაული „ფიროსმანია" იმართება.
ფესტივალის ფარგლებში ფიროსმანის მონუმენტი გაიხსნება, ხოლო სიღნაღის მუზეუმში ორგანიზატორები ახალგაზრდა მხატვრების გამოფენას წარადგენენ.
12:00 საათიდან დაიწყო ფესტივალის შემოქმედებითი ნაწილი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ გიგანტური გასაფერადებლების დათვალიერება, ხატვა მოლბერტებზე, ფიროსმანის გაცოცხლებული პერსონაჟების ნახვა და სხვ.
სტუმრები ასევე მოისმენენ საინტერესო ლექციას - მწერალი დავით ტურაშვილი ხელოვნებაზე ილაპარაკებს. საღამო კონცერტით დასრულდება.
ფიროსმანის ძეგლი
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.