თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. პოპულარული ნორვეგიული დუეტი Röyksopp თბილისში კლუბ MONO HALL-ის სცენაზე 12 ნოემბერს გამოვა, იუწყებიან ორგანიზატორები.
Röyksopp დუეტია, რომელსაც 24 წელია მსმენელის უზარმაზარი აუდიტორია ჰყავს მთელ მსოფლიოში. დუეტი საქართველოს პირველად ეწვევა.
ჯგუფი ორჯერ იყო ნომინირებული „გრემის" პრემიაზე.
Röyksopp ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს, იწვევს ვოკალისტ ქალებს, წარმოადგენს ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა საინტერესო ჟანრის სინთეზს.