თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ შარვაშიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე უკვე მიმართა.
„გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს", – დაწერა შარვაშიძემ.
როგორც შარვაშიძე აცხადებს, თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა მის საერთაშორისო ურთიერთობებს უკავშირდება.
გიორგი შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეორე ვადით ხელმძღვანელობს. მან რექტორის თანამდებობა 2016 წელს დაიკავა.
თანამდებობის დატოვებამდე ორი დღით ადრე, 5 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.