დიდ დიღომში ქალი მოკლეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე შუახნის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა.
ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს