მსოფლიო დღეს

თავდასხმა საბავშვო ბაღზე: მოკლულია 22 ბავშვი - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. ტაილანდის პროვინცია ნონგ ბუა ლამფხუს საბავშვო ბაღში სროლებს 34 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 22 ბავშვია, იუწყება სააგენტო Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ყოფილი პოლიციელი პანია კამრაბია, რომელიც გასულ წელს გაათავისუფლეს სამსახურიდან ნარკოტიკების მოხმარების გამო.
დანითა და პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღში წყნარი საათის დროს შეიჭრა, როდესაც ბავშვებს ეძინათ.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან თეთრი პიკაპით მიიმალა, გარკვეული დროის შემდეგ კი ის მკვდარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, მან თავი მოიკლა.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან საკუთარი ცოლ-შვილიც დახოცა.