„რუსთავის აზოტის“ თანამშრომელმა შემთხვევით მომწამვლელი ნივთიერება დალია

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საწარმო „რუსთვის აზოტის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემთხვევით მომწამვლელი ნივთიერება დალია. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
საწარმოს დირექტორის ლევან ბურდილაძის განცხადებით, 50 წლამდე მამაკაცს სადეზინფექციო ხსნარი წყალში აერია და შეცდომით დალია.
„მაამკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია შიდა მოკვლევა“, – განაცხადა ბურდილაძემ.
ჯერჯერობით მომხდარზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს