2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დამტკიცდა: როგორ გადანაწილდა ფინანსები

გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 210 მლნ ლარით გაიზრდება.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც შემოსავლების გაზრდასა და მაკროეკონომიკური პარამეტრების გადახედვას ითვალისწინებს.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვა ორი მთავარი ფაქტორის გამო გახდა საჭირო: პროგნოზების გაუმჯობესება მაკროეკონომიკური მაჩველებლების მიხედვით და მთავრობის ვალის შემცირება.
პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოს შესახებ.
ცვლილებები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში

მაჩვენებელი

პროგნოზი იანვარში

პროგნოზი სექტემბერში

ეკონომიკური ზრდა, %

6

8,5

დეფლატორი, %

4,5

10,5

მშპ-ის მოცულობა, მლრდ ლარი

64,8

72,2

შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი

15,6

16, 8

სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, % მშპ-ის მიმართ

4,2

3,2

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, % მშპ-ის მიმართ

22,8

21,6

ცვლილებების თანახმად, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის გაზრდა 8,5%-მდე. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზირებულია 72,2 მლრდ ლარის დონეზე. ბოლო პროგნოზით ის 57,2 მლრდ ლარს შეადგენდა.
ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტის პროგნოზი 3,2%-ის დონეზე დადგინდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
პროექტის მიხედვით, შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2022 წელს გაიზრდება 489,7 მლნ ლარით და დაახლოებით 19,9 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 1,2 მლრდ ლარით და 15,8 მლრდ-ს შეადგენს.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)

მაჩვენებელი

იანვარი 2022

ნოემბერი

2022

შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

19.362,6

19.852,3

საგადასახადო შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

13.423,6

14.473

გრანტები

341,8

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები

19.171,1

19.651,2

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 480,1 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 19,651 მლრდ ლარს შეადგენს.
ვინ მიიღებს მეტ ფულს
გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 210 მლნ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 6,2 მლრდ ლარი გახდება.
ამ სახსრების ძირითადი ნაწილი მოხმარდება სოციალურ პროგრამებს, კერძოდ, ბავშვების დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლების შეღავათებს, კორონავირუსთან ბრძოლას და სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას.
დამატებით 150 მილიონ ლარს მიიღებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 743,1 მლნ ლარი გახდება. სახსრების ძირითადი ნაწილი მოხმარდება აგროკრედიტების პროგრამას, სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციას, რთველს.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 80 მლნ ლარით და დაახლოებით 3 მლრდ ლარი გახდება. დამატებითი სახსრები დაიხარჯება გზების, წყალმომარაგების სისტემების რემონტზე და სკოლების მშენებლობაზე.
დამატებით 70 მლნ ლარს მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ფული დაიხარჯება სამაშველო ვერტმფრენის შეძენაზე და პოლიციელებისთვის ბინების მშენებლობაზე.
ასევე იზრდება თავდაცვის, კულტურისა და იუსტიციის სამინისტროების პროგრამების დაფინანსება.
რეგიონების დაფინანსება გაიზრდება 100,3 მლნ ლარით. ისინი 2022 წელს მთლიანობაში 1,4 მლრდ ლარს მიიღებენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს