ეკონომიკის მინისტრმა კურორტების განვითარების პრიორიტეტები დაასახელა

მცირე კურორტების პოპულარიზაციისთვის შემუშავდება სპეციალური გეგმა, რომლის მიზანიც ვიზიტორების მოზიდვაა.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გეგმავს კურორტების, მათ შორის, ამ დროისათვის არაპოპულარული ტურისტული მიმართულებების განვითარებაზე მუშაობას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საკურორტო ტერიტორიების განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ტურიზმის ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ გეგმავს ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებას და ტურისტული მიმართულებების განვითარებას.

„ქვეყანას რესურსები შეზღუდული აქვს, ამიტომაც ჩვენ ყველა კურორტს ერთიანად ვერ განვავითარებთ. თუმცა, რეგიონის ხელისუფლებებთან მჭიდრო თანამშრომლობით თითქმის ყველა რეგიონში შევარჩიეთ პრიორიტეტული მიმართულებები. ეს იქნება უფრო მსხვილი საკურორტო ადგილები, სადაც მოხდება სივრცითი დაგეგმვა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ მსხვილი კურორტები უბრალოდ უფრო მოსახერხებელი გახდება მოსანახულებლად, მცირე კურორტებისთვის ვიზიტორების მოსაზიდად სპეციალური ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმა შემუშავდება.
დავითაშვილის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ზოგიერთ საკურორტო ზონაში არსებული შენობების ნაწილს აუქციონზე საპრივატიზაციოდ გაიტანენ, რათა ძველი სანატორიუმები თანამედროვე სასტუმროებად გადაკეთდეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს