მსოფლიო დღეს

პასუხი ფხენიანს: სეულმა და ვაშინგტონმა უნიკალური მანევრები ჩაატარეს - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. სამხრეთ კორეელმა და ამერიკელმა სამხედროებმა უნიკალური სარაკეტო სწავლება ჩაატარეს ფხენიანის მიერ იაპონიის თავზე ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე საპასუხოდ, იუწყება სააგენტო Reuters.
როგორც სააგენტო წერს, ეს მოკავშირეთა ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი პასუხია ფხენიანის ქმედებებზე 2017 წლიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკავშირეებმა „ხმელეთი-ხმელეთი“ კლასის ოთხი რაკეტა გაუშვეს, რომლებიც პირობით სამიზნეებს მოხვდა.
მანამდე, 4 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური გამოცდა ჩაატარა, რა დროსაც რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფხენიანს ასეთი სიშორის სარაკეტო გამოცდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ჩაუტარებია. იაპონიის ხელისუფლებამ განგაშიც კი გამოაცხადა და მოსახლეობას თავშესაფრების მოძებნისკენ მოუწოდა. ქვეყნის ჩრდილოეთში დროებით მატარებლების მიმოსვლაც კი შეჩერდა.
წყარო: Reuters