ძიუდო: საქართველოს ნაკრები ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

საქართველოს ძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 11 სპორტსმენით წარდგება – ნაკრებში ცხრა ვაჟი და ორი ქალია.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ემზადება, რომელიც 6-13 ოქტომბერს გაიმართება.
უზბეკეთში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 85 ქვეყნის 577 სპორტსმენი (311 მამაკაცი და 266 ქალი).
საქართველოს ნაკრები შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ვაჟები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ)
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).
საქართველოს ნაკრების ტაშკენტში გამგზავრებამდე ძიუდოისტებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევა მიიღეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს