„სადახლოდან“ გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება სომხეთში გააბრუნეს

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. სომხეთიდან მომავალი გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარებმა სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები განახორციელეს, რა დროსაც ტვირთზე ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, 2 ტონაზე მეტი გაყინული თევზი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს