პარლამენტის ახალი წევრი გრეტა წიწავა გახდება

წიწავა საკანონმდებლო ორგანოში თამარ ტალიაშვილს ჩაანაცვლებს.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გენრიეტა წიწავას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წიწავა საკანონმდებლო ორგანოში დაიკავებს თამარ ტალიაშვილის ადგილს. ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო ტალიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ევროპის საბჭოში ქვეყნის წარმომადგენელი გახდა>>>
ტალიაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით აირჩიეს. შესაბამისად, მის ადგილს პარტიული სიის შემდეგი ნომერი დაიკავებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს