საღებავით შექმნილი კაბა და ცეკვა ლაბუტენებით: პარიზის მოდის კვირეულის საუკეთესო ფოტოები

პარიზში საშემოდგომო მოდის კვირეული გაიმართა. ტრადიციულად, ცნობილმა ბრენდებმა ვიზიტორებს ექსტრავაგანტული სამოსი წარმოუდგინეს.
Sputnik
მოდის დედაქალაქში წარმოდგენილი კოლექციები, როგორც ყოველთვის, გამორჩეული იყო. Dior, Christian Louboutin, Chloe, Saint Laurent და სხვა ბრენდებმა მომავალი სეზონისთვის სამოსი წარმოადგინეს.
პარიზში მოდის ჩვენებები XVIII საუკუნიდან დაიწყო. თავდაპირველად მოდელიერები კლიენტებს საკუთარ ნახელავს მანეკენებზე უჩვენებდნენ, რაც ართულებდა მათი ფორმის აღქმას. 1850-იან წლებში ინგლისური წარმომავლობის ფრანგმა დიზაინერმა ფრედერიკ უორტმა გადაწყვიტა საკუთარი ნამუშევრები ცოცხალი მოდელების დახმარებით ეჩვენებინა.
1 / 15

დიზაინერი ანდრეას კრონტალერი, მოდელები ბელა ჰადიდი და ირინა შეიკი ჩვენების შემდეგ

2 / 15

მოდელები Christian Dior-ის კოლექციის ჩვენებისას

3 / 15

მოცეკვავე Christian Louboutin-ის ფეხსაცმელებით

4 / 15

მოდის სახლ Elie Saab-ის კოლექციის ჩვენება

5 / 15

კაბა Rick Owens-სგან

6 / 15

ბრენდ Off-White-ის ეფექტური და უჩვეულო კაბა

7 / 15

ფრანგულმა ბრენდმა Coperni წარმოადგინა თხევადი ტრიკოტაჟის კაბა

8 / 15

კომპანიამ Comme des Garcons ვიზიტორებს უჩვეულო სამოსი აჩვენა

9 / 15

იაპონური დიზაინერული სახლის Issey Miyake შოუ

10 / 15

ბრენდ Leonard Spring-Summer-ის მოდელები პოდიუმზე თითქმის სრულად შიშვლები წარდგნენ

11 / 15

ხოლო მოდის სახლმა Junya Watanabe არაფორმალური სამოსი წარმოადგინა

12 / 15

მოდელი ჯიჯი ჰადიდი ბრენდ Chloe-ს კაბაში

13 / 15

მოდის სახლმა Balmain საკუთარი ნაშრომები შავკანიანი პლუს საიზ მოდელების დახმარებით გააცნო საზოგადოებას

14 / 15

Saint Laurent-ის ელეგანტური სამოსი

15 / 15

მოდელი წარმოადგენს ბრენდ Weinsanto-ს სამოსს