უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - სექტემბრის მონაცემები

სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და ათას-ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდათ.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში (3 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით) მებაჟე ოფიცრებმა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 29.560 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, კანონდამრღვევებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა დაეკისრა ათასი ლარის ოდენობით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს