მსოფლიო დღეს

OPEC+-ის გადაწყვეტილების მოლოდინში: ნავთობის ფასები გაიზარდა

Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი − Sputnik. ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაცია OPEC+-ის სხდომის წინ, რომელიც ოთხშაბათსაა დანიშნული, დღევანდელ საბირჟო ვაჭრობაზე ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა, იუწყება სააგენტო Reuters.
საქმე ისაა, რომ OPEC+ ხვალინდელ სხდომაზე დიდი ალბათობით მიიღებს მოპოვებების მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას, რაც მსოფლიო ეკონომიკას აშფოთებს.
არსებული მონაცემებით, Brent-ის მარკის ნავთობზე ფიუჩერსებმა 0,5%-ით აიწია და ერთ ბარელ ნავთობზე 89,32 დოლარი შეადგინა. ხოლო ამერიკული ნავთობის ფიუჩერსებმა 0,4%-ით მოიმატა და ერთ ბარელზე 83,93 დოლარს მიაღწია.
ინვესტორები ელოდებიან, რომ OPEC+ ნავთობის მოპოვებას დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტით შეამცირებს, რასაც ასევე შეიძლება დაემატოს ორგანიზაციის ცალკეული წევრების მიერ მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილებებიც. ასეთ შემთხვევაში ეს იქნება მოპოვებების ყველაზე დიდი შემცირება პანდემიის დაწყების მომენტიდან.
წყარო: Reuters