თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის ცენტრალური რაიონების მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 4 ოქტომბრის 23:00 საათიდან 5 ოქტომბრის 13:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია საბურთალოს რაიონში, ანდრონიკაშვილისა და ცინცაძის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: მარშალ გელოვანის გამზირს, ვაშლიჯვრის დასახლებას და კორპუსებს, კვანტალიანის, გოძიაშვილის, იასამნის, ბროწეულის, ლვოვის, გოთუას, კანდელაკის, ტაშკენტის ქუჩა N51-78, ბუდაპეშტის ქუჩა N1-11, გაგარინის ქუჩა N5, N19/2, კარტოზიას ქუჩა N8, ნუცუბიძის ქუჩა N2, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს.
დიდი დიღმის I-IV მიკრორაიონებს, ქოშიგორას დასახლებას, სოფელი ზურგოვანას, ბენდუქიძის დასახლებას, ვიქტორ ნოზაძის, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ფარნავაზ მეფის, კრისტოფერ კასტელის და მიმდებარე ქუჩებს.
სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალეს, სტრაბონის, გოგიაშვილის, ცხაკაიას, გეხტმანის, არჩილ მეფის, სონღულაშვილის, უგრელიძის, კრისტოფერ კასტელის, ნიკო ბურის, ცამეტი ასურელი მამის, ათონელის, დიდგორის, ხანძთელის, ფიროსმანის, როსტევანის, მიხეილ მესხის, ფატმანის, გაბაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბის რაიონში: აღამაშებლის ხეივნის მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვარტლის N10-12 კორპუსებს.
გლდანის რაიონში, ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.
უწყების ცნობით, კომპანია სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს