ფრანგმა არქეოლოგებმა ცხრა ჩაძირული გემი აღმოაჩინეს - ფოტო

საფრანგეთის ყველაზე გრძელ მდინარესთან, ლუარის ქვიშის სნაპიროზე XVII და XVIII საუკუნეების ჩაძირული გემები აღმოაჩინეს, რომლებიც არც ისე ცუდად არის შენახული.
Sputnik
გათხრებში 33 მეცნიერი მონაწილეობდა. პროექტის ბიუჯეტმა 1,6 მილიონი ევრო შეადგინა, რომელიც ლუარის კალაპოტის აღდგენის ფართომასშტაბიან პროგრამაში შედის.
მცირე ფართობზე გაფანტული ნამსხვრევების დიდი ნაწილი, არქეოლოგების აზრით, მდინარის ამ მონაკვეთზე აქტიურ საქმიანობაზე მეტყველებს.
აღმოჩენილ გემებს შორის ძირითადად იმდროინდელი ბრტყელძირიანი სატვირთო გემებია, რითაც გადაქონდთ ხე, ქვა, ქვიშა, მარილი და ღვინო.
1 / 8

ჩაძირული გემები მდინარე ლუარის ნაპირზე აღმოაჩინეს

2 / 8

არქეოლოგებმა ცხრა გემი აღმოაჩინეს

3 / 8

რომლებიც XVII–XVIII საუკუნეებით თარიღდება

4 / 8

არტეფაქტებს სპეციალისტები განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობიან

5 / 8

საფრანგეთის არქეოლოგიური კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის თანამშრომელი მდინარე ლუარის ნაპირზე

6 / 8

არქეოლოგები მუშაობის პროცესში

7 / 8

ნიშნული წარწერით „თხრა“

8 / 8

მეცნიერები დეტალურად სწავლობენ ხომალდების ნამსხვრევებს